ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

27 ოქტომბერი 2023, 11:10 682 ნახვა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს აფრთხილებს, რომ თუ ისრაელი ღაზას წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, ამ ცეცხლისგან უვნებელი არც შეერთებული შტატები დარჩება. 

ამბობს, რომ ირანი რეგიონში ომის გაფართოებას არ მიესალმება. "თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ამ ცეცხლისგან უვნებელი არავინ დარჩება", - განაცხადა მინისტრმა.

მისი მტკიცებით, „ჰამასი“ მზად არის გაათავისუფლოს მშვიდობიანი მძევლები და რომ მსოფლიომ უნდა მოითხოვოს ისრაელის ციხეებში მყოფი ათასობით პალესტინელის გათავისუფლება. მისი განცხადება გაერო-ში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ირანის ტერორისტული რეჟიმის ადგილი გაერო-ში არ არის.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი