საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა

26 ოქტომბერი 2023, 17:40 931 ნახვა

ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა.

ვილი სანიოლის გუნდმა რეიტინგს თითქმის 13 ქულა შემატა, რის შედეგადაც 1312.14 ქულით 76-ე ადგილზე აღზევდა.

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერში ტაილანდის (8:0) და კვიპროსის (4:0) ნაკრებებს მოუგო.

რეიტინგის სათავეში კვლავ არგენტინის ნაკრებია, რომელიც საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს უსწრებს.

2023 წლის ბოლო რეიტინგს ფიფა 30 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი