ხულოს საკრებულოს სხდომა

26 ოქტომბერი 2023, 17:39 594 ნახვა

მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე, კურორტ გოდერძის დასაგეგმარებელი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების დამტკიცებაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ამ და სხვა საკითხებს დაეთმო საკრებულოს სხდომა ხულოში. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა ოპოზიციასა დ მმართველ გუნდს შორის. ოპონენტებს მთავარი შენიშვნები გარე ვაჭრობასთან დაკავშირებულ შესაძლო რეგულაციების  დაწესებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. საუბარია დაბა ხულოში სახელმწიფო ტერიტორიაზე  მოვაჭრეების მიერ დაკავებული ტერიტორიებისთვის თანხის დაკისრებაზე. წინასწარი ინფორმაციით, კვადრატულ მეტრზე ათი ლარის ოდენობით. საკითხი საკრებულომ უახლოეს ვადებში უნდა განიხილოს. ოპოზიციის განმარტებით,  ეს რეგულაცია მეწარმეებს დააზარალებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი