100 ბენეფიციარი გადამზადდება აჭარის დასაქმების სააგენტოს 2017 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამის „პროფესიული განათლების“ ფარგლებში. სწავლება სამ კომპონენტს მოიცავს: პროფესიული უნარებისა და უცხო ენების შესწავლასა, ასევე პრაქტიკულ კურსს. სპეციალურ კურსს მსურველები პროფესიულ სასწავლებელ „ახალ ტალღაში“ გაივლიან. სწავლის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები სასწავლებლის საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ, ხოლო ბათუმში და ხელვაჩაურში მცხოვრებლებს ტრანსპორტით მოემსახურებიან.