გარევაჭრობისთვის ჯარიმები გაიზარდა

26 ოქტომბერი 2023, 14:46 663 ნახვა

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, დღეიდან უკანონო გარევაჭრობის ფაქტებზე რეაგირების უფლება ეძლევა ბათუმის ბულვარსა და ბოტანიკურს ბაღს. კონკრეტულად კი საკრებულოს გადაწყვეტილებით, მათ უფლება მიეცათ, აკრძალულ ადგილებზე ვაჭრობის შემთხვევებზე საჯარიმო ღონისძიებები ადგილზევე, თავად განახორციელონ.

ასევე ცვლილების მიხედვით, მუნიციპალურ  ინსპექციას, რომელსაც უფლება მიეცა რეაგირება მოახდინოს გარევაჭრობაზე, რომელიც ხორციელდება სატრანსპორტო, მისაბმელი ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების გამოყენებით.

პირველ შემთხვევაში გარემოვაჭრე 500 ლარით, ხოლო განმეორებისას 1000 ლარით დაჯარიმდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი