აქცია ხახულის ქუჩაზე

25 ოქტომბერი 2023, 17:33 662 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა ხახულის ქუჩაზე, სადაც  არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინჯალოს დასახლების და მიმდებარედ ქუჩების მცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთ თვეზე მეტია  გზის ნაწილი გადაკეტილია, რის გამო სამარშრუტო ტაქსები და  მუნიციპალური ავტობუსები ვეღარ მოძრაობენ.ადგილობრივებს დაახლოებით, 250-ზე მეტ ოჯახს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დაკავშირება ფეხით ან ტაქსით უწევთ. აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ წვიმიან ამინდში ბავშვები საბავშვო ბაღებში ვერ დაჰყავთ. აქციის მონაწილეებთან ალტერნატიული გზების განსახილველად შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში 31 მილიონი ღირებულებისაა და ყველა ძველი ხიდი ახლით იცვლება. პროექტი 2026 წელს დასრულდება. რის გამოც ხახულის ქუჩის გარკვეული მონაკვეთები იკეტება.  კონკრეტულ შემთხვევაში კი გადაწყდა, რომ წინასწარ განსაზღვრულ საათებში ტრანსპორტი იმოძრავებს და მოქალაქეებს გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ ექნებათ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში