„გლობალური კარიბჭე 2023“ - ფორუმი ბრიუსელში ამ წუთებში იხსნება, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილიც მიიწვია.
შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება, სადაც მოეწყობა სხვადასხვა თემატური პანელი. ერთ-ერთი მათგანი „სატრანსპორტო დერეფნებია”, სადაც მთავარი მომხსენებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრია.
ფორუმი „გლობალური კარიბჭე” ევროპული სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.
ამისთვის, ფორუმის ფარგლებში 300 მილიარდამდე ევროს მობილიზება და ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება.