მედიაწიგნიერების კვირეული

25 ოქტომბერი 2023, 14:05 591 ნახვა

მედია და ინფორმაციული  წიგნიერების კვირეულის ფარგლებში ბათუმის  სკოლებში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს. 

პოსტერების  გამოფენა  და პრეზენტაცია, ასევე  ფილმის ჩვენება და  დისკუსია  გაიმართა  მეცხრე სკოლაში, მოსწავლეებმა მედიასივრცეში ცრუ ინფორმაციის გავრცელების   მაგალითები  განიხილეს, ყალბი და   ნამდვილი ამბის განსხვავების ხერხებზე იმსჯელებს და  მედიაწიგნიერების აუცილებლობაზე  ისაუბრეს.

კვირეულს კომუნიკაციების კომისია  2021 წელს  გაეროს მიერ  მიღებული რეზოლუციის  ფარგლებში ატარებს, აქტივობები საზოგადოებაში მედიაწიგნიერების  შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში