არასტანდარტულ ციტრუსზე გავაორმაგეთ სახელმწიფო სუბსიდია, ნაცვლად 15 თეთრისა მეციტრუსე ფერმერები მიიღებენ 30 თეთრიან კომპენსაციას - თორნიკე რიჟვაძე 

25 ოქტომბერი 2023, 13:13 477 ნახვა

არასტანდარტულ ციტრუსზე გავაორმაგეთ სახელმწიფო სუბსიდია. მეციტრუსე ფერმერები ნაცვლად 15 თეთრისა, მიიღებენ 30 თეთრიან კომპენსაციას - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთვრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ციტრუსის შეუფერხებელი რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, დღესვე ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც პროცესს მხარდაჭერას გაუწევს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაორმაგოთ, არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია, მეციტრუსე ფერმერები, ნაცვლად 15 თეთრისა მიიღებენ 30 თეთრიან კომპენსაციას. წელს ველოდებით დაახლოებით 55 ათას ტონამდე ციტრუსს და შესაბამისად 20-ზე მეტი სარეალიზაციო საწარმო მიიღებს სტანდარტულ საექსპორტო მანდარინს და ასევე ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავად მიიღებს მანდარინს ", - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი