ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესია გაიმართა ყაზახეთში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებული რეფორმები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა. სესიაზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სტრატეგია ორიენტირებულია ჯანდაცვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ხელშეწყობაზე.