ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის დანერგვა

25 ოქტომბერი 2023, 10:28 1075 ნახვა

ბათუმში ცხოველთა  იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემის გამოყენების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობენ.

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე  განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოში პირუტყვის პოპულაციაში დაავადებათა  ზედამხვედველობა და  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებათა  პრევენცია და კონტროლი. შეხვედრის ორგანიზატორები შეაჯამებენ აჭარის რეგიონში ჩატარებულ საპილოტე აქტივობას.

ცხოველთა  იდენტიფიკაცია-რეგისტრაცისა და მიკვლევადობის სისტემას  სურსათის ეროვნული  სააგენტო ახორციელებს და ეს სისტემა   მთელი ქვეყნის  მასშტაბით  შინაური ცხოველების, მათი ადგილსამყოფელის, მფლობელობისა თუ სხვა მონაცემების  შესახებ  ინფორმაციას აერთიანებს.

საქართველოში აღნიშნული  სისტემის დანერგვა  ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობისთვის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

პროექტის მიზანი ცხოველთა, ასევე ხორცისა და რძის ნაწარმის   სასურსათე ჯაჭვის ყველა  ნაბიჯზე კონტროლი და  ზედამხედველობაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი