პანამის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა

25 ოქტომბერი 2023, 10:01 388 ნახვა

პანამის სისხლის სამართლის საქმეების მარეგულირებელმა უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტისა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერი კანდიდატის   რიკარდო მარტინელის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეზე  გამოტანილი  128 თვიანი პატიმრობა.

სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა   19.2  მილიონი ამერიკული დოლარის ჯარიმა, რომელიც მარტინელის უნდა გადაეხადა.  მარტინელის ივნისში  10 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯეს ახალი ბიზნესის სახელწოდებით საქმეში მონაწილეობისთვის.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ ექს-პრეზიდენტი სახელმწიფო თანხებს   იყენებდა  მედია კონგლომერატის შესაძენად  და საკონტროლო პაკეტის მისაღებად. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი