საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, თორნიკე გოგებაშვილის განცხადება

25 ოქტომბერი 2023, 00:07 501 ნახვა

შეეშვით სიცრუის ტირაჟირებას და ქართული რაგბის წინააღმდეგ ინტერნეტ-სივრცეში ცილისწამების კამპანიებს - ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილიმა განაცხადა 

"შეეშვით სიცრუის ტირაჟირებას და ქართული რაგბის წინააღმდეგ ინტერნეტ-სივრცეში ცილისწამების კამპანიებს, რომლის ბოლო გამოვლინება დღეს “ლიდერ-სპორტისა” და სხვა საინფორმაციო წყაროების მიერ რაგბის კავშირში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე გავრცელებული უაპელაციო სიცრუე გახდა. არასდროს ქართული რაგბი ფინანსურად ისეთი სტაბილური არ ყოფილა, როგორიც დღეს; ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქალთა რაგბის განვითარებას, რომელიც უკვე მომავალი წლიდან მსოფლიო რაგბის მხარდაჭერით სრულიად ახალი განვითარების ეტაპს იწყებს, და დუბაის ტურნირზე უარიც სწორედ ამ მიზეზით ითქვა. ამ გადაწყვეტილების მიღება ქალთა ნაკრების პერსონალსა და სპორტულ დირექტორთან ერთად მოხდა, მათი პოზიცია იყო, რომ ეს კონკრეტული ტურნირი ამ ეტაპზე არანაირ სპორტულ მიზნობრიობას არ შეიცავდა. აქვე დავძენ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი მოწინავე ორგანიზაციაა ქალთა სპორტის გაძლიერებისა და განვითარების მხარდაჭერის კუთხით.

დაბეჯითებით ვთხოვ ქართულ საინფორმაციო წყაროებს შეწყვიტონ სიცრუის გავრცელება, პატივი სცენ პროფესიულ სტანდარტებს, დაიცვან ეთიკის ნორმები და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ მისი სისწორე – საქართველოს რაგბის კავშირი მუდმივად მზად არის ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მისაწოდებლად." - განაცხადა თორნიკე გოგებაშვილიმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში