მედიის  წარმომადგენლები   რუსთავი 2-ის საქმეზე

06 მარტი 2017, 00:00 2738 ნახვა

რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ჟურნალისტები, ისევე როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე გამოიყენებს შეჩერების მექანიზმს  და რუსთავი 2-ს შესაძლებლობა ექნება, ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე, გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.  ჟურნალისტების შეფასებით ამ არხის საქმეს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. ასევე საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, იმაზე რომ რუსთავი 2-ის საქმის პარალელურად ეჭვქვეშაა მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რომლის გეგმაც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. განცხადებას ხელს აწერს 70-ზე მეტი ჟურნალისტი სხვადასხვა მედია საშუალებიდან. აღნიშნული განცხადება ღიაა და მასზე ხელმოწერა შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი