თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგინა

23 ოქტომბერი 2023, 20:46 492 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა.

ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა ოქმს ხელი დღეს მოაწერა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

"შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2023 წლის 23 ოქტომბერს და გადასცა განხილვისთვის თურქეთის პარლამენტს", - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი