აჭარაში „Land Art Festival“-ი გაიხსნა. კონცეფციის მიხედვით, ხელოვანები ღია სივრცეში ადგილზე ნაპოვნი მასალების ან ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით, დროებით და მუდმივ ინსტალაციებსა და სკულპტურებს ქმნიან. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე არტ ობიექტები უკვე მოეწყო. უნიკალურ ინსტალაციებზე 15-მა ხელოვანმა იმუშავა. ლენდ არტის ტერიტორიაზე ბუნებრივი ლანდშაფტის, ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, ადგილობრივი კულინარიითა და სხვა ტრადიციული მახასიათებლებით, განსაკუთრებული სივრცე შეიქმნა. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.