ჯანდაცვის რეფორმა

23 ოქტომბერი 2023, 12:05 572 ნახვა

თუ სამედიცინო პერსონალი მათთვის განკუთვნილ მინიმალურ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, კლინიკების მიმართ სანქციები იქნება გამოყენებული.

შრომის ინსპექციის უფროსის ინფორმაციით, თუ კლინიკას დასაქმებულთა მიმართ ასანაზღაურებელი ექნება გარკვეული რაოდენობის თანხა, დაწესებულებას სამჯერ მეტი დაუკავდება და არ ჩაერიცხება ჯანდაცვის სამინისტროდან მანამ, სანამ  უზრუნველყოფილი არ იქნება თითოეული საათობრივი ანაზღაურება.  

ასევე თუ აქამდე მინიმალურ ანაზღაურება ექთანსა და ექიმზე ვრცელდებოდა, 2024 წლიდან სამიზნე ჯგუფი გაფართოვდება და ის მოიცავს უმცროს ექიმს, ექთნის დამხმარეს, ბებია ქალს და სხვა.    

რეფორმა 6 ათასამდე სამედიცინო პერსონალს შეეხება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი