ბათუმელი კალათბურთელის ვალერი ალთაბაირის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ბათუმში - საერთაშორისო ტურნირში 4 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრება 20 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
დღესვე გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. პირველი ადგილი ბათუმის გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე ფოთის გუნდმა, მესამე ადგილს ერევანი დასჯერდა.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ, პარალელურად სპეციალური პრიზებით ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები დაჯილდოვდნენ.
საერთოშორისო ტურნირის ორგანიზატორი ბათუმის მერიის საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ იყო.