„იცხოვრე ხელბურთით“

22 აგვისტო 2025, 19:50 71 ნახვა

პროგრამა „იცხოვრე ხელბურთის" ფარგლებში ესპანელი სპეციალისტები ახალგაზრდა ხელბურთელებისთვის პრაქტიკულ და თეორიულ კურსს ატარებენ. პროგრამის ფარგლებში ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში მოეწყო. 

პრაქტიკულ წვრთნებში სასკოლო ფესტივალებიდან და ჩემპიონატებიდან შერჩეული ახალგაზრდა ტალანტები მონაწილეობენ.

გოგონათა და ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრებები მზადებას ესპანური პროგრამის მიხედვით გადიან. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შეკრებები და საერთაშორისო ტურნირები საქართველოსა და ესპანეთში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი