შუახევობა 2023

22 ოქტომბერი 2023, 14:46 464 ნახვა

ამ წუთებში შუახევში სახალხო ღონისძიება შუახევობა 2023 მიმდინარეობს. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები.

ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო.

მოეწყობა შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა, სამეწარმეო მარკეტი, ხელნაკეთი ნივთების, სოფლის მეურნეობის ნობათისა და ადგილობრივი წარმოებული რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, აჭარული კერძების დაგემოვნება.

გაიმართება საპატიო შუახეველების დაჯილდოების ცერემონია, სპორტული აქტივობები, ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში