კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიზანი საქართველოს კიბერშესაძლებლობების გაძლიერებაა.
მემორანდუმი, კიბერუსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებისთვის კიბერსწავლებებისა ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ განახლებას ითვალისწინებს.
ურთიერთთანამშრომლობა ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.