რუსთავი 2 -ის საქმე

05 მარტი 2017, 00:00 1984 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანაში მედია მრავალფეროვნების საკითხი საზოგადოებამ ეჭვქვეშ მას შემდეგ დააყენა, რაც განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა წამყვან ტელეკომპანიებზე, მათ შორის „რუსთავი 2“-ზე. სტრასბურგში  წარსადგენ მტკიცებულებათა შორის ერთ-ერთი სწორედ ეს ანგარიში იქნება, - აცხადებს სამაუწყებლო კომპანიის იურისტი. თამთა მურადაშვილი ამბობს რომ ქიბარ ხალვაშის ინტერესი არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, რის გამოც ხალვაში მენეჯმენტის შეთავაზებას არ დათანხმდა და არხი თანამშრომლებს არ მიჰყიდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელევიზიის წილის 100 პროცენტის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა. იგი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანენ. რადგან მისი მტკიცებით, მას არხი 11 წლის წინ იძულებით დაათმობინეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი