“ვარდისფერი ოქტომბერი“ - საინფორმაციო კამპანია გრძელდება

21 ოქტომბერი 2023, 11:44 648 ნახვა

საინფორმაციო კამპანია “ვარდისფერი ოქტომბერი“ გრძელდება, რომლის მთავარი მიზანიც ძუძუს კიბოს ცნიბიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში დღეს შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობასა და სახელმწიფო პროგრამებზე.  სკრინინგ პროგრამა უფასოა და მასში ჩართვა 40 წლის ასაკიდან ნებისმიერ ქალს შეუძლია. მიუხედავად ამისა, მიმართვიანობა ისევ გამოწვევად რჩება.  

მედიკოსების თქმით, ადრეული დიაგნოსტირება გამოჯანმრთელების წინაპირობად ითვლება.      

კონფერენცია პარტია ''ქართული ოცნების'' ქალთა ორგანიზაციის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის მხარდაჭერით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი