„ნაციონალური მოძრაობა'' კაპრეშუმში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვს. მიშა ბოლქვაძის განცხადებით, აგარა-კაპრეშუმის დამაკავშირებელ გზას მდინარე ყოროლისწყალმა საძირკველი 2016 წელს გამოაცალა, გზის აღნიშნული მონაკვეთი ყოველ გაწვიმებისას ვიწროვდება, გადაადგილება კი იზღუდება.
ოპოზიცია დაზიანებული გზის აღდგენას და დამცავი გაბიონის მშენებლობას ითხოვს, ამბობენ, რომ აგარა-კაპრეშუმის გზით 500-მდე ოჯახი სარგებლობს და ალტერნატიული გზა არ აქვთ.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს პერიოდში დასრულდება. სამუშაოები მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.