საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-მსვლელობას ადგილობრივებმა გზა გადაუკეტეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილობრივების თქმით, მათთვის მიუღებელია, სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის ინიციატივით, აქტივისტები დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ჭორვილასკენ დაიძრნენ.