ევროპარლამენტის წევრები პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს ერთობლივი წერილით გამოეხმაურნენ, სადაც მთავრობის ქმედებებს "ანტიკონსტიტუციურს" უწოდებენ და მმართველ პარტიას "ქვეყნის ევროპული მისწრაფების საბოტაჟში" ადანაშაულებენ. „მთავრობის ქმედება, რომ პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე თანხმობა არ მისცა, აშკარა მცდელობაა, აეკრძალოს პრეზიდენტს კონსტიტუციური მოვალეობების შესრულება, წარმოადგინოს ქვეყანა და ქართველი ხალხის ნება. მთავრობის ასეთი საქციელი არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების აშკარა უზურპაცია კონსტიტუციის უხეში დარღვევით. - ნათქვამია ერთობლივ წერილში. მიმართვას ხელს ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მირიამ ლექსმანი და რასა იუკნევიჩიანე აწერენ.