სტრასბურგში წარსადგენი ერთ-ერთი მტკიცებულება

05 მარტი 2017, 00:00 2137 ნახვა

“სტრასბურგში  წარსადგენ მტკიცებულებათა შორის ერთ-ერთი სწორედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იქნება, რომელშიც რუსთავი 2-ის საქმეზეცაა საუბარი” - აცხადებს სამაუწყებლო კომპანიის იურისტი. “მთავართან” საუბრისას თამთა მურადაშვილი ამბობს რომ ქიბარ ხალვაშის უკან დგას ხელისუფლება, მისი ინტერესი არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, რის გამოც ხალვაში მენეჯმენტის შეთავაზებას არ დათანხმდა და არხი თანამშრომლებს არ მიჰყიდა. ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-თან დავა 2 მარტს მოიგო, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ მას გადაეცა ტელევიზიის წილის 100 პროცენტი, რის შემდეგაც რუსთავი 2-მა სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი უზენაესის გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი