„ლენდ არტ“ ფესტივალი

15 ოქტომბერი 2023, 17:44 715 ნახვა

პირველი Land Art Festival-ი საქართველოში - კერძოდ კი ახალშენში გაიმართება. ლენდ არტ ფესტივალის კონცეფციის მიხედვით, ხელოვანი ადამიანები ღია სივრცეში, ადგილზე ნაპოვნი მასალებისა და ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით, დროებით და მუდმივ ინსტალაციებს და სკულპტურებს შექმნიან. სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ფესტივალი ოფიციალურად სტარს 19 ოქტომბერს აიღებს. ინსტალაციებზე ამ დროისთვის საქართველოში მოღვაწე 15 ხელოვანი მუშაობს. არტ ობიექტები ტერიტორიაზე ფესტივალის დასრულების შემდეგაც დარჩება და ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მისი დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის პროგრამა საგანმანათლებლო პროგრამებს, პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს და ლექციებს მოიცავს. ტერიტორიაზე ასევე მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები ჩატარდება. კინომოყვარულებისთვის ლენდ არტთან, ბუნებასთან, ეკოლოგიასთან დაკავშირებით ფილმების, ასევე ღია სივრცეშის ვიდეოინსტალაციების ჩვენება გაიმართება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში