მსახიობი ნუნუ ხინიკაძე გარდაიცვალა

15 ოქტომბერი 2023, 14:09 748 ნახვა

გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, დამსახურებული არტისტი ნუნუ ხინიკაძე. ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ნუნუ ხინიკაძემ ბათუმის დრამატულ თეატრში შექმნა არაერთი სცენური სახე, რომელთა შორის აღსანიშნავია: შუქია (მინდია); ნათია (განთიადის დედოფალი); ნათია (მეშვიდე ცა); აღაზა (სტუმარ-მასპინძელი) და სხვა.

მსახიობი თეატრში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის არაერთგზის არის დაჯილდოებული თეატრალური პრემიებით, მინიჭებული აქვს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში