ახალი ბილიკების მოწყობა ქობულეთის ნაკრძალში

15 ოქტომბერი 2023, 11:44 499 ნახვა

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს, რომლის მშენებლობაც  წელს დასრულდება. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს ვიზიტორთა ცენტრი, მოსასვენებელი სივრცეები, და ავტოპარკინგი შეემატება.

ასევე, გაკეთდება შემეცნებითი სივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე ხელით შეხების საშუალება ექნებათ.

პროექტი გარდამავალია, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კერძოდ ისპანის ჭაობი 2021 წლის ივლისში მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაში იყო წარდგენილი, სადაც ოფიციალურად გახდა ცნობილი მისი სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის მინიჭების შესახებ.

ისპანის ტოლფნარი 770 ჰექტარზეა გადაჭიმული, აქედან 331 ჰექტარი სახელმწიფო ნაკრძალია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 300-მდე სახეობის მცენარეა, ის 4-ჯერ უფრო მეტ ჟანგბადს გამოყოფს, ვიდრე სხვადასხვა ფოთლოვანი ხე მცენარეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში