„ლიტერატურული ჰაბი“ ხელოვნების მუზეუმში

14 ოქტომბერი 2023, 17:18 568 ნახვა

„ლიტერატურული ჰაბი“ ლიტერატურული საღამო და წიგნის პრეზენტაცია ხელოვნების მუზეუმში.  სამოტივაციო შეხვედრა და ვორქშოფი ახალგაზრდებთან მსახიობმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ჩაატარა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნი, რომელიც „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ინიციატივით დაიბეჭდა მოიცავს ახალბედა მწერლების ნამუშევრებს.  „ლიტერატურული ჰაბის“ ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ლიტერატურულ მასტერკლასებს, ტრენინგებსა და სალონურ საღამოებს.

პროექტის ფარგლებში აჭარის თითოეული მუნიციპალიტეტში ჩატარდა 2 დღიანი სასწავლო კურსი, რომელმაც ლიტერატურით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინათ საკუთარი თავი, განევითარებინათ წერის ტექნიკა და უნარები.

"ლიტერატურული ჰაბის" ფარგლებში გამოიცა წიგნიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში