ონლაინ შეხვედრა ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან

13 ოქტომბერი 2023, 11:39 378 ნახვა

ისრაელიდან საქართველოში კიდევ ერთი რეისი შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით თელ-ავივიდან ათეულობით მოქალაქე დაბრუნდა.

როგორც მგზავრებმა განმარტეს, ხშირად ესმოდათ განგაშის სიგნალი, რის შემდეგაც გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად იქცეოდნენ. შეგახსენებთ, რომ ისრაელიდან საქართველოში 3 ათასზე მეტი ადამიანი უკვე ჩამოფრინდა.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მუდმივ კავშირზეა საქართველოს მოქალაქეებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში