ისრაელი ღაზას ჩრდილოეთით მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს 

13 ოქტომბერი 2023, 11:38 522 ნახვა

მას შემდეგ რაც ისრაელმა ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, „ჰამასმა“ ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდა არ დატოვონ სახლები.

„ჰამასი“ ისრაელს „ფსიქოლოგიურ ომში“ ადანაშაულებს და აცხადებენ,  რომ ევაკუაციისკენ მოწოდება მიზნად ისახავს მოქალაქეებში დაბნეულობის შექმნასა და შიდა ფრონტის სტაბილურობის შელახვას.

თავის მხრივ, გაერო-ში ისრაელის მოწოდებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ასეთი მოქმედებები „დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების“ გარეშე შეუძლებელია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი