საერთაშორისო კამპანიის ''ვარდისფერი ოქტომბრის'' ფარგლებში, აჭარის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ - “მედცენტრში“ გაეცნო.
დღეს სკრინინგით ხულოს მუნიციპალიტეტიდან 30-მდე ქალბატონმა ისარგებლა. მინისტრის მოადგილემ მათთან შეხვედრისას სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიაწოდა ასევე ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა სარგებლობა მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ.