ისრაელში არსებული საომარი ვითარების გამო ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებული ქართველების შესახებ. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საკონსულოს ცხელი ხაზი.
როგორც ბათიამში მცხოვრები ქართველები აცხადებენ, წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. მათივე ინფორმაციით, ემორჩილებიან მთავრობის მითითებებს.
ასევე ადგილობრივები გაფრთხილებულები არიან, რომ შესაძლოა ''ჰამასის'' დაჯგუფებამ გატაცებული მძევლების წამების ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელონ და ისრაელის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას არ აყვნენ პანიკას და არ შეუწყონ ხელი ამ კადრების გავრცელებას.