ღია თუ დახურული კენჭისყრა? - ცვლილება რეგლამენტში

11 ოქტომბერი 2023, 11:50 543 ნახვა

სულ ცოტა ხანში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე დაიწყებს მსჯელობას.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტში სამი სპიკერი ოპოზიციას, სამი ვიცე-სპიკერი კი უმრავლესობას ეყოლება. პირველი ვიცე-სპიკერის დასახელება კი კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა იქნება.   

ამასთან, განსახილველი ცვლილებების გათვალისწინებით სხდომათა დარბაზში ყველა კენჭისყრა ღია იქნება, გამონაკლისი კი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა იქნება.    

კენჭისყრის ღიაობას მიესალმება ოპოზიცია, თუმცა მიაჩნიათ რომ საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი