ქართველი ექიმები ცხელ წერტილში

10 ოქტომბერი 2023, 12:08 567 ნახვა

საომარი ვითარებიდან გამომდინარე ისრაელში ყველა კლინიკა და სამედიცინო დაწესებულება საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ჩვენ ვესაუბრეთ ქართველ ანესთეზიოლოგს, რომელიც ღაზას სექტორთან ახლოს, ცხელ წერტილში მდებარე ერთ-ერთ  კლინიკაში მუშაობს. 

ქეთევან გორგაძის ინფორმაცით, ბარსილაის ჰოსპიტალში 12 ქართველი ანესთეზიოლოგი მუშაობს.  ის იხსენებს, რომ პირველი დღე იყო უმძიმესი და ყველაზე მეტი დაშავებული და დაჭრილი კლინიკაში სწორედ ამ დღეს შემოიყვანეს.

ანესთეზიოლოგი ამბობს, რომ კლინიკაში შეყვანილი მოქალაქეების დაზიანებების ხარისხი ხშირ შემთხვევაში სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

მედიკოსები სრულ მზადყოფნაში არიან გაუწიონ შესაბამისი დახმარება დაშავებულებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი