უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 39 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

10 ოქტომბერი 2023, 09:56 527 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული დღის განმავლობაში 39 შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალების შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის დამცველებმა სხვადასხვა მიმართულებით მტრის 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. რუსმა ოკუპანტებმა ღამით უკრაინის მასშტაბით 36 შაჰედი თავდასხმის დრონი გაუშვეს, რომელთაგან 26 ჩამოაგდეს.

"ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის კლიშჩეევკასთან მტრის 4 თავდასხმა მოიგერიეს. თავის მხრივ, თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით. მათ აქვთ ნაწილობრივი წარმატება დონეცკის რეგიონის ანდრეევკას რაიონში, აყენებენ ზარალს მტერს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით"- განმარტავენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლის მიმართულებით, ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით.

გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 10 დარტყმა განახორციელეს იმ ადგილებში, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკაა თავმოყრილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი