შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დასრულდა

09 ოქტომბერი 2023, 11:11 611 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დაიხურა. ფესტივალის დასკვნით დღეს მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" წარსდგა.

ფესტივალის ფარგლებში 20-ზე მეტი უცხოელი მუსიკოსი და ქართველი შემსრულებლები 9 დღის განმავლობაში მუსიკალურ ცენტრში შეკრებილ მსმენელს კლასიკური მუსიკის გარდა თანამედროვე კომპოზიციებს და ფოლკლორულ შედევრებს სთავაზობდნენ.

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ქვეყნის და ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი