კოკოითი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს

04 მარტი 2017, 00:00 1977 ნახვა

ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს  პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.  ასეთი გადაწყვეტილება  დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკომ მიიღო და იგი  იმით დაასაბუთა, რომ  კოკოითი  ბოლო წლებში რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა.  პრეზიდენტობის კანდიდატებს კი ბოლო 10 წლის განმავლობაში რესპუბლიკაში მუდმივად ცხოვრება მოეთხოვებათ. ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება. ცესკო კანდიდატების დოკუმენტების მიღებას დღეს საღამოს დაასრულებს.  კოკოითმა, რომლისთვისაც მიუღებელია დეფაქტო ცესკოს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი  კანდიდატურა უკვე მესამედ წამოაყენა.  მანამდე დე ფაქტო ცესკომ  სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ალანა გაგლოევა არაღიარებული რესპუბლიკის  პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირა. 

ამავე კატეგორიაში