ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში 123 538 პალესტინელს მოუწია იძულებით საცხოვრებლის დატოვება - გაერო

09 ოქტომბერი 2023, 10:49 480 ნახვა

გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში 123 538 პალესტინელს მოუწია იძულებით საცხოვრებლის დატოვება.

ბევრი მათგანი, რომლებიც იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, სანაპირო ანკლავთან სკოლის შენობებს აფარებენ თავს.

გაერო-ს ცნობით, სულ განადგურებულია 159 საცხოვრებელი, ხოლო 1 210 შენობა დაზიანებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი