ბათუმში მომხდარი სულისშემძვრელი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა, ეს ტკივილი ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდა - თორნიკე რიჟვაძე

08 ოქტომბერი 2023, 12:10 506 ნახვა

ბათუმში მომხდარი სულისშემძვრელი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა, ეს ტკივილი ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოციალურ ქსელში წერს.

"ბათუმში მომხდარი სულისშემძვრელი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. ეს ტკივილი ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდა. პატივს მივაგებ გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ მათ ოჯახებს, ბათუმს, ჩვენს ქვეყანას"- წერს თორნიკე რიჟვაძე.

შეგახსნებთ, რომ 2021 წლის 8 ოქტომბერს დილით 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში