ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა

06 ოქტომბერი 2023, 17:15 1173 ნახვა

ბათუმელი მხატვრის ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა ხელოვნების მუზეუმში. საექსპოზიციო სივრცეში ხელოვანის ბოლო პერიოდის ნამუშევრებია წარმოდგენილი.  ეს არის სკულპტურული კომპოზიციები, რომელიც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ეხება.

ბექა ბოლქვაძისთვის ქანდაკების ჟანრში შექმნილი ნამუშევრების პირველი გამოფენაა.

სკულპტურების სერიაზე იგი  სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე კი ბექა ბოლქვაძეს, როგორც ფერმწერსა და გრაფიკოსს არაერთი გამოფენა ჰქონია. ის მონაწილეობდა საერთაშორისო პლენერებში, ერთ-ერთი ბოლო იყო ავსტრიაში არტ-სიმპოზიუმი, სადაც ის ორ ბათუმელ ხელოვანთან ერთად იმყოფებოდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში