პარლამენტში სახალხო დამცველის გამოსვლა ამ დრომდე არ დაწყებულა. ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.
ლევან იოსელიანმა ანგარიშის საკომიტეტო განხილვისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. გამოწვევაა გამოხატვის თავისუფლებაც.
რაზე ისაუბრებს და რა კითხვები ექნებათ დეპუტატებს სახალხო დამცველთან, მოგვინებით გახდება ცნობილი.