ნიკა მელია ისევ „ნაციონალურ მოძრაობის“ ახალ მენეჯმენტს უპირისპირდება და კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს.
„7 ოქტომბერს, თანამოაზრეებმა, ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ვისაც გვინდა ცვლილება და „ქართული ოცნების“ მმართველობის სისტემის დემონტაჟი, დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომ განვიხილოთ როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს, რაც „ქართული ოცნების“ ხელწერაა.
„ქართული ოცნება“ და ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს არასერიოზულად აღიქვამს.