უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 43 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

04 ოქტომბერი 2023, 10:09 704 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 43 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 5 სარაკეტო და 108 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 55-ჯერ გაუხსნეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა. 

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების იერიში ლიმანსკის, მარინკას, შახ- ტარსკისა და ზაპოროჟიას მიმართულებით მოიგერიეს. მათივე ინფორმაციით, გრძელდება კონტრ-იერიში მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 450 სამხედრო, 47 საარტილერიო სისტემა, 13 ტანკი და 18 ჯავშანტექნიკა, გარდა ამისა, განადგურდა 41 დრონი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი