რვა საათია საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. გადაწყვეტილება 9 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა მიიღოს.
დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია? - სწორედ ეს არის დღევანდელ პროცესზე მთავარი კითხვა.