"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, დღეს, 3 ოქტომბერს 11:40 საათიდან - 21:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეეზღუდებათ მაქაცარიასა და შავშეთის ქუჩებზე, ასევე პუშკინის ქ. N1 - N60_მდე მცხოვრებ აბონენტებს.
ასევე, 20:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდებათ განთიადში, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში, ბენზეში, ბარცხანაში, ჩაისუბანსა და ორთაბათუმში, გარადოკში, აღმაშენებელზე, ანგისასა და ჰელიმიშზე, მახინჯაურსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს.