საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

20 მაისი 2016, 00:00 3508 ნახვა

''აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება საგანგაშოა'' - ასეთია საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. ციტატა: "აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას". მომხდართან დაკავშირებით უწყებამ აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. ასევე სატელეფონო საუბარი შედგა ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.

ამავე კატეგორიაში