აზერბაიჯანული საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 

02 ოქტომბერი 2023, 17:05 447 ნახვა

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აზერბაიჯანის საელჩოს და ჰეიდარ ალიევის ფონდის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრაზე ფესტივალის აზერბაიჯანული საღამოს პროგრამა დააანონსეს, რომელიც დღეს  საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

პროგრამის მიხედვით დღეს მუსიკალურ ცენტრში აჟღერდება იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანილი უნიკალური აზერბაიჯანული მუღამი, ტაირ ბაირამოვის და სალმან გამბაროვის ოსტატური იმპროვიზაციებით.

ასევე გაიმართება ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, რომლის მხარდამჭერია ჰეიდარ ალიევის ფონდი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში